|
2023-10-03 19:37:36, 613 ნახვა
პოლიტიკა
ლომჯარია - პრეზიდენტის მიმართ დაწყებული იმპიჩმენტი მას არ აზიანებს, პირიქით, აძლიერებს
პრეზიდენტის მიმართ დაწყებული იმპიჩმენტი მას არ აზიანებს, პირიქით, აძლიერებს, - ამის შესახებ ყოფილმა ომბუდსმენმა, ნინო ლომჯარიამ ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრისას განაცხადა. ლომჯარიას თქმით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები არაფერს აკეთებენ ან ძალიან უმნიშვნელო ნაბიჯებს დგამენ იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. "ამ ინიციატივის [იმპიჩმენტის] უკან დგას რამდენიმე საკითხი, მაგრამ ყველაზე გადამწყვეტი არის ის, რომ ოცნების წარმომადგენლები სინამდვილეში არაფერს აკეთებენ ან ძალიან უმნიშვნელო ნაბიჯებს დგამენ იმისთვის, რომ მივიღოთ სტატუსი. მათთვის სტატუსის მიღება არის მეათე, მეთხუთმეტე, შეიძლება მეოცეხარისხოვანი საკითხიც დღეს, რაც მათ აწუხებთ. მათი ქცევით, რიტორიკით, განცხადებებით, გვესმის, რომ სტატუსის მიღება არ არის მნიშვნელოვანი ამბავი და თითქოს ჩვენ ვქმნით ამისგან ამბავს. ხელისუფლება ფიქრობს, რომ თუ ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, პოლიტიკური ეჭვიანობაა სინამდვილეში, მაშინ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტს "მიეწეროს", რომ მან თავისი აქტიურობით, ქართველ ხალხთან ერთად, საზოგადოებასთან, სამოქალაქო სექტორთან ერთად [მოახერხა ეს]. პრეზიდენტის მიმართ დაწყებული იმპიჩმენტის პროცესი მას, როგორც პოლიტიკურ ფიგურას, არ აზიანებს, პირიქით, აძლიერებს, შიდა პოლიტიკური კრედიტის თვალსაზრისით", - განაცხადა ლომჯარიამ. ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ "ქართული ოცნების" კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განხილვა მიმდინარეობს. სხდომას ზურაბიშვილი არ ესწრება. პრეზიდენტმა სასამართლოში თავისი წარმომადგენლები - თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი გაუშვა. რაც შეეხება საკონსტიტუციო წარდგინების ავტორებს, მათი ნაწილი, მათ შორის მმართველი პოლიტიკური გუნდის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სხდომათა დარბაზში იმყოფება. "ქართულმა ოცნებამ" ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება 1-ელ სექტემბერს მიიღო. კონსტიტუციური წარდგინების ავტორებმა საკონსტიტუციო სასამართლოს 12 სექტემბერს მიმართეს. 14 სექტემბერს, წარდგინება კანონმდებლობით დადგენილი წესით დარეგისტრირდა. 19 სექტემბერს კი, პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)