22:25 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-03 14:51:13, 604 ნახვა

პოლიტიკა
მანჯგალაძე „ოცნებას“ - თუ ევროპა შემოვა აქ, ხელისუფლებაში ვერ იქნებით

თუ ევროპა შემოვა აქ, ხელისუფლებაში ვერ იქნებით,- ასე მიმართა „რეფორმების ჯგუფის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ "ქართული ოცნების" დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 

როგორც მანჯგალაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ხელისუფლების სახე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა.

"საქართველოსთვის მთავარი საკითხი არის კანდიდატის სტატუსის მიღება. „ქართული ოცნება" არ ეშვება მავნე რიტორიკას და ცდილობს, დააჯეროს საზოგადოება, რომ კანდიდატის სტატუსს თურმე არ გვაძლევენ იმის გამო, რომ ოპოზიცია არ მონაწილეობდა ერთი წლის წინ სამუშაო ფორმატში.

ჩვენ ვნახეთ  ვარჰეის განცხადება, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ 12-დან 9 რეკომენდაცია არის შესასრულებელი. მათ შორის სასამართლო, სარჩევნო, ანტიკორუფციულთან დაკავშირებული რეფორმები, რომლებზეც ინიციატივები ოპოზიციას შემოტანილი აქვს და განსახილველადაც კი ვერ მოიცალა ხელისუფლებამ...

თუ ევროპა შემოვა აქ, ხელისუფლებაში ვერ იქნებით, ხომ ვერ იქნება კორუფცია ქვეყანაში. გირჩევნიათ მოიპაროთ ფული აქ და წახვიდეთ და ევროპაში, დაისვენოთ ამ ფულით. ეს არის მთელი ფილოსოფია თქვენი ცხოვრების და მზად ხართ, გადაეფაროთ ჯაშუშ ფარცხალაძეს. ფარცხალაძე არის თქვენი სახე",- მიმართა მანჯგალაძემ "ქართულ ოცნებას".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics