|
2023-10-02 14:09:16, 748 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - შენარჩუნდება მშვიდობა და არავის მიეცემა საშუალება, ქვეყანაში მეორე ფრონტი გაიხსნას
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არეულობისა და სისხლისღვრის უფლება არავის მიეცემა და კანონის დარღვევის შემთხვევაში, სახელმწიფო შესაბამისად იმოქმედებს. ამის შესახებ მან „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა. „კიდევ ერთხელ ვიმეორებ: არავის გამოუვა, ქვეყანაში შემოიტანოს რევოლუცია, დაპირისპირება, სისხლისღვრა და ხელისუფლების დამხობა ბინძური მეთოდებით. სახელმწიფო იქნება მოწოდების სიმაღლეზე, დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, მოსახლეობას, მათ შორის, მანიფესტანტების ინტერესს და უსაფრთხოებას. თუ რატომ შედის აღნიშნულ კანონში ცვლილებები, განმარტებები უკვე გაკეთდა. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში თითოეული ადამიანის უსაფრთხოება იყოს დაცული“,- განაცხადა კახა კალაძემ. კითხვაზე, რატომ გახდა აღნიშნული ცვლილებების საჭიროება, თბილისის მერი პასუხობს, რომ შესაბამისი სახელმწიფო უწყების მხრიდან უკვე გაკეთდა განცხადება, რომლის თანახმადაც, "რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ქვეყანაში არეულობას გეგმავენ". „აღნიშნულ საკითხზე განცხადებები გაკეთდა, რომ იგეგმება არეულობები, მიზნობრივი პროვოკაციები, კონკრეტულად კარვებში. ეს იქნება იარაღის, ასაფეთქებელი მასალების შეტანა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც თავიანთი უცხოელი აქტორების ჩართულობით, გადატრიალებას, არეულობას გეგმავენ, მაგრამ არავის არაფერი გამოგივათ, მეგობრებო. საქართველოში შენარჩუნდება მშვიდობა - არავის მიეცემა საშუალება, ჩვენი ხალხი „საზარბაზნე ხორცად“ გამოიყენოს და ქვეყანაში მეორე ფრონტი გაიხსნას“- აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)