00:31 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-29 13:42:40, 646 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი პრეზიდენტის ვიზიტებზე - რა ჩაიტანა და რით ჩამოვიდა, მთავრობისთვის ანგარიში არ ჩაუბარებია

ზურაბიშვილს ანგარიში არ ჩაუბარებია არც მთავრობისთვის, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობს საგარეო მიმართულებებს, არც პარლამენტისთვის და არც საზოგადოებისთვის. ყველას აინტერესებს, რა ჩაიტანა და რით ჩამოვიდა,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გიორგი ვოლსკიმ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტებზე საუბრისას განაცხადა.

ვოლსკის თქმით, პრეზიდენტი "ბაქიბუქობს", როდესაც აცხადებს, რომ საქართველო აუცილებლად მიიღებს კანდიდატის სტატუსს იმიტომ, რომ ამაში პირადადაა ჩართული.

"სალომე ზურაბიშვილს ანგარიში არ ჩაუბარებია არც მთავრობისთვის, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობს საგარეო მიმართულებებს, არც პარლამენტისთვის და არც საზოგადოებისთვის.

ყველას აინტერესებს, რა ჩაიტანა და რით ჩამოვიდა იმიტომ, რომ ეს ბაქიბუქი, რაც მისგან მოვისმინეთ, რომ აუცილებლად მიიღებს საქართველო კანდიდატის სტატუსს იმიტომ, რომ იგია პირადად ამაში ჩართული და ევროპულ მომავალს არ მიატოვებს, ეს მაღალფარდოვანი განცხადებები გაკეთდა, მაგრამ ამის შემდეგ ერთადერთი საერთო ბრიფინგი ვიხილეთ მისი ვიზიტებიდან, ლატვიის პრეზიდენტი გამოვიდა და გალანძღა საქართველო, როგორც კი შეეძლო.

რა განცხადებას გააკეთებს თავის ვოიაჟებთან დაკავშირებით რა ფორმულით ჩავიდა, თუ იგივე სულელური ფორმულით ჩავიდა, რომელიც ეხება საზოგადოების და მთავრობის ერთმანეთისგან გამიჯვნას და საზოგადოებისათვის სტატუსის მოთხოვნას, რა საკვირველია, ეს მავნებლურია და რა საკვირველია, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება შესაბამისი რეაქცია",- განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ 27 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვილნიუსში ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას, 26 სექტემბერს, ლატვიის პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩს, ხოლო 25 სექტემბერს, ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისს შეხვდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics