|
2023-09-28 17:38:51, 834 ნახვა
პოლიტიკა
Edison Research - მოსახლეობის 90% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო 83% - NATO-ში
საერთაშორისო კვლევითი კომპანია Edison Research-ის კვლევის თანახმად, რომელსაც ტელეკომპანია "ფორმულა" ავრცელებს, მოსახლეობის 90% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. შეკითხვაზე, მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში, პასუხები ასე გადანაწილდა:
კვლევის თანახმადვე, მოსახლეობის 83% საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს. შეკითხვაზე, მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით საქართველოს გაწევრიანებას NATO-ში, პასუხები ასე გადანაწილდა:
Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ჩაატარა. საერთაშორისო კვლევითი კომპანია Edison Research-ის საველე სამუშაოები 2023 წლის 7 სექტემბრიდან 24 სექტემბრის პერიოდში მიმდინარეობდა. ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 3%.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|




ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)