00:32 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-28 16:36:29, 708 ნახვა

პოლიტიკა
ღუდუშაური პრეზიდენტზე - თავის ძირს დაგდებულ კონსტიტუციას ავაღებინებთ და ხელში დავაკავებინებთ

იმ თავის ძირს დაგდებულ კონსტიტუციას ავაღებინებთ და ხელში დავაკავებინებთ,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტებზე საუბრისას განაცხადა.

ღუდუშაურის თქმით, "სამარცხვინოა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ფეხქვეშ თელავდეს და ასე უღირსად ეპყრობოდეს კონსტიტუციას". 

"ზურაბიშვილს რა მიაქვს და რა მოაქვს, მე მაგაზე ნამდვილად გამიჭირდება პასუხის გაცემა, როდესაც გქვია ჯერ კიდევ საქართველოს პრეზიდენტი, ძალიან უხერხულია, რომ ეჯიბრებოდე, მაგალითად "ქურქუმალ ვაითს" ან სხვას პოლიტიკურ განცხადებებში. ასევე, მის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო "ქეისი" იქნება ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი, ნომერ პირველი დამცველი ფეხქვეშ თელავდეს და ასე უღირსად ეპყრობოდეს კონსტიტუციას. იმ თავის ძირს დაგდებულ კონსტიტუციას ავაღებინებთ და ხელში დავაკავებინებთ. იძულებულს გავხდით, რომ საქართველოს კონსტიტუცია წაიკითხოს. ამას ქალბატონი პრეზიდენტი ინგლისურად, ფრანგულად თუ ქართულად იზამს, ეს უკვე მისი ნებაა",- განაცხადა ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, გუშინ, 27 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვილნიუსში ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას, 26 სექტემბერს ლატვიის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს, ხოლო 25 სექტემბერს, ესტონეთის პრეზიდენტს, ალარ კარისს შეხვდა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics