00:31 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-28 15:12:13, 651 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - მადლობა ღმერთს, შეძლებული ოჯახი მყავს, არასდროს ვყოფილვარ გაჭირვებული

მე არასოდეს მისარგებლია ბიუჯეტით და არ დამიფინანსებია ჩემი პირადი ან ჩემი ოჯახის მგზავრობა თუ სხვა. მადლობა ღმერთს, შეძლებული ოჯახი მყავს, არასდროს ვყოფილვარ გაჭირვებული,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პრემიერის თქმით, საკუთარ ოჯახს კერძო მიზნებისთვის ფრენის ხარჯები მიზანმიმართულად გადაახდევინა, რადგან წინა ხელისუფლებისგან განსხვავება ეჩვენებინა.

"მე მანამდე არ მქონია საუბარი, არ ვთვლიდი საჭიროდ ამ თემაზე ღიად მესაუბრა, უბრალოდ, იმდენად პირადი საკითხია, მე არასოდეს, ხაზგასმით აღვნიშნავ, არასოდეს მისარგებლია ბიუჯეტით და არ დამიფინანსებია ჩემი პირადი ან ჩემი ოჯახის რაღაც, იქნება ეს მგზავრობა თუ სხვა. არცერთი თეთრი არ დახარჯულა ბიუჯეტიდან არც ჩემს მგზავრობაში, არც ჩემი ოჯახის წევრების მგზავრობაში, განსხვავებით თქვენი ბელადი სააკაშვილისგან. მე შეგნებულად გავაკეთე, მიზანმიმართულად გავაკეთე ეს, მიზანმიმართულად გადავახდევინე ოჯახს, იმის საჩვენებლად, რომ კიდევ ერთხელ წარმომეჩინა კონტრასტი და განსხვავება ჩვენი ხელწერის, რომ ჩვენ არასდროს ვიყენებთ ბიუჯეტს, როგორც პირადი ოჯახის ბიუჯეტს და მეჩვენებინა მეორე უკიდურესობა, რაც იყო 10 წლის გამეფებული აქ, როდესაც საკუთარი პირადი მიზნებისთვის მილიონობით ლარს ხარჯავდა სააკაშვილი და მისი კრიმინალური ბანდა.

მე მაქვს, მადლობა ღმერთს, შეძლებული ოჯახი. მე არასდროს ვიყავი გაჭირვებული, მას შემდეგ რაც დავამთავრე უნივერსიტეტი და პოლიტიკამდეც მე ვმუშაობდი ამ ქვეყნის უმდიდრეს ადამიანთან და ვმართავდი ყველაზე მდიდარ ფონდს და ჩემი ოჯახი არასდროს ყოფილა გაჭირვებული, ამ თემაზე ძალიან მერიდება საუბარი, მაგრამ რადგან მისვამთ კითხვას, გპასუხობთ",- განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics