|
2023-09-28 14:55:56, 747 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტზე - ფორმალობაა - იძულებული ვიყავით, რეაგირება მოგვეხდინა
ეს არის ფორმალობა - ვალდებული, იძულებული ვიყავით, რომ მოგვეხდინა რეაგირება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, მმართველ პოლიტიკურ გუნდს პრეზიდენტის მიმართ ნდობა აღარ აქვს. "როცა ადამიანი არღვევს კონსტიტუციას და დაარღვევს კანონს, ამას პატარა ბავშვიც მიხვდება, რომ ნებისმიერ კანონდარღვევაზე ან რაღაცის გაფუჭებაზე, მით უმეტეს კონსტიტუციის დარღვევაზე, რეაგირება არის ვალდებულება. ანუ ვალდებული, იძულებული ვიყავით ჩვენ, ჩვენი გუნდი, რომ მოგვეხდინა რეაგირება - ფორმალური რეაგირება. ადამიანმა დემონსტრაციულად დაარღვია კონსტიტუცია. იმპიჩმენტზე ჩვენ ვთქვით, რომ ეს არის ფორმალური პროცედურა, რადგან ჩვენ არ გვაქვს საკმარისი ხმები, მაგრამ ნდობა დაკარგული გვაქვს ამ ადამიანის მიმართ. გაუგებარია მისი ქმედებები. მე ყოველთვის თავს ვიკავებდი მისი საჯარო კრიტიკისგან, მიუხედავად მის მიერ არაერთხელ გაკეთებული საკმაოდ კრიტიკული განცხადებებისა. რამდენად კავშირშია ეს სტატუსთან? საერთოდ გაუგებარია, რატომ უნდა იყოს ამ ადამიანის მიერ კონსტიტუციის დარღვევა სტატუსთან კავშირში. მე ევროპელ ლიდერებს ვეუბნები, რომ ამას არავითარი კავშირი არ აქვს, ეს არის ფორმალობა, მაგრამ ჩვენ ვიყავით ვალდებული, რომ ამაზე რეაგირება მოგვეხდინა",- განაცხადა ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს განიხილავს. "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება 1-ელ სექტემბერს მიიღო. კონსტიტუციური წარდგინების ავტორებმა საკონსტიტუციო სასამართლოს 12 სექტემბერს მიმართეს. 14 სექტემბერს, წარდგინება კანონმდებლობით დადგენილი წესით დარეგისტრირდა. 19 სექტემბერს კი, პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)