|
2023-09-28 13:26:04, 736 ნახვა
პოლიტიკა
ღუდუშაური დეკანოიძეს - 80-ვე დეპუტატი დავიგინებით, რომ თქვენ აკეთებდით რუსულ საქმეს
80-ვე დეპუტატი დავიგინებით, რომ დიახ, თქვენ აკეთებდით რუსულ საქმეს,- ასე მიმართა ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა „ევროოპტიმისტების“ წარმომადგენელს, ხატია დეკანოიძეს. ღუდუშაურის თქმით, რუსულ საქმეს ქვეყანაში წინა ხელისუფლება აკეთებდა და ამას "ისტორია შეაფასებს". "რაც შეეხება ყაველაშვილის დაგინებას, მინდა გითხრათ ქალბატონო ხატია, ძალაში არის ის და იცით რატომ არის ძალაში? რაც თქვა მიშამ და ამიტომ, ვინმე რუსულ საქმეს თუ აკეთებს, გადასახადებს რომ იხდიდა და ძირითადი ობიექტები, რომ ჩააბარეს შენმა ყოფილმა პარტიის ბოსებმა, იმიტომ არის ეგ და ამიტომ, რუსული საქმე უკვე იმდენად გააკეთეთ, რომ მაგას ისტორია შეაფასებს. 80-ვე დეპუტატი დავიგინებით, რომ დიახ, თქვენ აკეთებდით რუსულ საქმეს",- განაცხადა ღუდუშაურმა. აღსანიშნავია, რომ ალუდა ღუდუშაურის რეაქცია პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თამჯდომარის, მიხეილ სარჯველაძესა და "ევროოპტიმისტების" წარმომადგენლის, ხატია დეკანოიძეს შორის მომხდარმა სიტყვიერმა დაპირისპირებამ გამოიწვია. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დეკანოიძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროექტის შეჩერებასთან დაკავშირებით კითხვა დასვა და ასევე, "ქართული ოცნების" დეპუტატებს ფრენებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება შეახსენა.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)