|
2023-09-28 12:27:17, 706 ნახვა
პოლიტიკა
ნაუსედა - საქართველოს მომავალი დამოკიდებულია რეფორმებისა და ევროპული ღირებულებების დაცვაზე
საქართველოს მომავალი დამოკიდებულია რეფორმებისა და ევროპული ღირებულებების დაცვაზე,- ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ნაუსედას თქმით, ლიეტუვა საქართველოს ევროინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერია. "ქართული საზოგადოების მხარდაჭერა ქვეყნის ევროპული მომავლისადმი ძალიან აშკარაა. ვიმედოვნებ, რომ თქვენი ქვეყანა პროდასავლური გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებებით და ევროპული და ევროატლანტიკური ინტერგრაციისადმი ძალისხმევით გააგრძელებს გზას. საქართველოს მომავალი ახლა დამოკიდებულია თავის უნარზე, დარჩეს ფოკუსირებული საკუთარ რეფორმებზე და ევროპული ღირებულებების, კერძოდ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვაზე",- განაცხადა ნაუსედამ. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვილნიუსში ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას გუშინ, 27 სექტემბერს შეხვდა.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)