|
2023-09-27 23:36:27, 788 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - საქართველოს გაერთიანების გზაზე მთავარი გზავნილი მშვიდობა, პატიება და შერიგება უნდა იყოს
უკვე მთელმა მსოფლიომ და განსაკუთებით რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენმა აფხაზმა და ოსმა დებმა, ძმებმა იციან, რომ ერთადერთი გასაღები ჩვენი გაერთიანების არის გრძელვადიანი მშვიდობა, განვითარება, ერთმანეთის პატიება და შერიგება, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით საუბრისას "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს გაერთიანების გზაზე მთავარი გზავნილი მშვიდობა, პატიება და შერიგება უნდა იყოს და აღნიშნულ გეზს არც იმ ძალებმა უნდა გადაუხვიონ, ვინც მომავალში ხელისუფლებაში მოვა. "ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ როდესაც ხელისუფლებაში აღარ ვიქნებით, ამის შემდეგაც ისეთი ხელისუფალი ჰყავდეს საქართველოს, სხვა გზაზე არ იფიქროს. არა ომზე და ათასგვარ მავნებლობაზე, რაც დღეს გვესმის შეფარვით და "ჩაფენილი" მესიჯებით, არამედ საქართველომ საბოლოოდ გადაწყვიტა და ეს ასე უნდა გაგრძელდეს: მთავარი გზავნილი ამ ქვეყნის გაერთიანების გზაზე უნდა იყოს შერიგება, ურთიერთპატიება, გრძელვადიანი მშვიდობა და განვითარება", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)