|
2023-09-27 10:17:06, 537 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - რასაც უწოდებენ პოლარიზაციას, რეალურად არის რადიკალიზაცია, რასაც ცდილობს რადიკალური ოპოზიცია
სამწუხაროდ, კანდიდატის სტატუსის თემა გამოიყენება პოლარიზაციის დამატებით გაღვივებისთვის. საკითხი, რომელიც წესით უნდა ყოფილიყო საფუძველი იდეის გარშემო გაერთიანებისთვის, ვხედავთ, რომ გამოიყენება როგორც ერთგვარი შიშველი ინსტრუმენტი პოლარიზაციის შემდგომი გაღვივებისთვის, რაც ძალიან ცუდია,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა. კობახიძის თქმით, ხდება თემის ინსტრუმენტალიზაცია იმისთვის, რომ" ქვეყანაში გაღვივდეს ე.წ. პოლარიზაცია, რასაც სინამდვილეში რადიკალიზაცია ეწოდება". „რომ არ ყოფილიყო ეს თემა თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ დღის წესრიგში, პოლარიზაციის ხარისხი იქნებოდა თვისებრივად უფრო ნაკლები. ეს შეიძლება თამამად ითქვას. მთელი ეს კამპანიები, რაც დაკავშირებულია ხელისუფლების დელეგიტიმაციის მცდელობასთან და ა.შ. მთლიანად აგებულია კანდიდატის თემაზე, რაც ძალიან ცუდია, ანუ, ინსტრუმენტალიზაცია ხდება ამ თემის იმისთვის, რომ ე.წ. პოლარიზაცია გაღვივდეს ჩვენს ქვეყანაში, რასაც სინამდვილეში ეწოდება რადიკალიზაცია. ეს არ არის პოლარიზაცია, პოლარიზაცია მე მგონია, რომ არის მოგონილი ტერმინი, სინამდვილეში, რასაც უწოდებენ პოლარიზაციას, რეალურად არის სწორედ რადიკალიზაცია, რასაც ცდილობს რადიკალური ოპოზიცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)