23:17 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-26 12:36:47, 664 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ზურაბიშვილი ივანიშვილის თამაშებში აბსოლუტურად ჩართულია

სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის თამაშებში აბსოლუტურად ჩართულია,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, ამას მოწმობს ის, რომ პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებულ ყოფილ მთავარი პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა არ შეუწყვიტა.

“სამწუხარო რეალობაა, რომ პრეზიდენტი არ ართმევს ფარცხალაძეს მოქალაქრობას. რეალურად, საქართველოს მოქალაქეობით მას აქვს გარკვეული პრივილეგიები, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში და სწორედ ამიტომ არის, სავარაუდოდ, რომ უნარჩუნებს სალომე ზურაბიშვილი ფარცხალაძეს მოქალაქეობას.

ეს გადაწყვეტილებაც აჩვენებს, რომ ბიძინა ივანიშვილის თამაშებში აბსოლუტურად ჩართულია სალომე ზურაბიშვილი. თითქოს იუსტიციის სამინისტროს დააწყებინა წარმოება და შემდეგ სალომეს გააჩერებინა. მანამდე სალომეს დააწყებინა ეს პროცესი, რომ თურმე უნდა ჩამოერთვას ფარცხალაძეს მოქალაქეობა, მერე შეაცვლევინა, რომ არა.

საქართველოს მოქალაქეობა გარკვეული პრივილეგიაა ევროკავშირის ქვეყნებში და ფარცხალაძე თუ დარჩება მხოლოდ რუსული პასპორტის ამარა, მას სხვა პრობლემებიც შეექმნება ევროკავშირის ქვეყნებში, მაგრამ საერთოდ რაზე ვსაუბრობთ, როცა ეს ადამიანი საერთოდ დაკავებული უნდა იყოს.

მარტივი მიზეზით არის ეს გამოწვეული - პროკურორი შოთაძე თავად არის “ეფესბეს” ქსელის გაგრძელება, როგორც ფარცხალაძე, რადგან ფარცხალაძის ნდობით აღჭურვილი პირია. სუს-ის ხელმძღვანელი ლილუაშვილიც ეხმარება ფარცხალაძის თემის ჩაფარცხვაში, გადაფარვაში, შემდეგ ამ ადამიანის მიმართ არ იღძრება კონკრეტული ღონისძიებები და ესეც ადასტურებს იმას, რომ არა მარტო ფარცხალაძეს, არამედ ლილუაშვილს და დიდ პირთა წრეს აქვს შეხება “ეფესბესთან”. ამიტომაც არის, რომ ამ ადამიანს არ იჭერენ. საკუთარ თავზე ბორკილების დადება არის ურთულესი საქმე",- ამბობს ხაბეიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics