|
2023-09-24 14:04:24, 873 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - განცხადებები, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს, ძალიან დიდი სიცრუეა
თბილისის მერი კახა კალაძე სიცრუეს უწოდებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. როგორც კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ივანიშვილს დღეს ქართულ პოლიტიკასთან "არანაირი კავშირი არ აქვს და ის ქვეყნის მასშტაბით, საქველმოქმედო საქმიანობით არის დაკავებული". „როდესაც გინდათ, ამბობთ, რომ ივანიშვილი პოლიტიკაშია და პოლიტიკურ პროცესებს მართავს, ხოლო, როდესაც გაწყობთ, ამბობთ, რომ ის შეიძლება პოლიტიკაში დაბრუნდეს. ამ ადამიანმა მაშინ, როდესაც საჭირო იყო, გააკეთა განცხადება პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, მას არანაირი კავშირი არ აქვს ქართულ პოლიტიკასთან. რა თქმა უნდა, ივანიშვილი სარგებლობს ძალიან დიდი ავტორიტეტით ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაში იმიტომ, რომ უამრავი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული ქველმოქმედების სახით. დღესაც, რა თქმა უნდა, მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება მსგავსი პროექტები, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახი და „ქართუ ფონდი“ ახორციელებს. შესაბამისად, განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს, არის ძალიან დიდი სიცრუე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)