04:41 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-21 14:11:13, 549 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე ფარცხალაძეზე - საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს ისევე, როგორც სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში

საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს ისევე, როგორც სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში,- აღნიშნულის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობის შეწყვეტის, ფინანსურ და ქონებრივ, ასევე სანქცირების საკითხებს შესაბამისი უწყებები წყვეტენ.

„განმარტებები გაკეთდა ეროვნული ბანკის მიერ. ქალბატონმა ნათია თურნავამ რამდენჯერმე ისაუბრა აღნიშნულთან დაკავშირებით და ყველაფერი ცხადია, რომ პირველ რიგში, პატივი უნდა ვცეთ ჩვენს კონსტიტუციას, პატივი უნდა ვცეთ ჩვენს სახელმწიფოს, კანონებს და ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს.

რაც შეეხება ქონების გადაფორმება-არგადაფორმებას, მე იურისტი არ ვარ, შეიძლება გამიჭირდეს ამ დეტალებში შესვლა, თუმცა როგორც ვიცი, მას ამის უფლება აქვს და აღნიშნული სანქციები მას არ ზღუდავს ამ საკითხში. ეს მას შეეძლო ნებისმიერ დროს“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე შესაბამისმა უწყებამ პირველივე დღეებში განაცხადა, რომ დაწყებულია მოკვლევა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა.

„ამ მოკვლევის საფუძველზე იქნება გადაწყვეტილება მიღებული. სანქციები გავრცელდება და საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს, როგორც სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში.

დაიწყება თუ არა გამოძიება, ამაზე შესაბამისი უწყებები გააკეთებენ განცხადებას“,- დასძინა დედაქალაქის მერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics