|
2023-09-21 13:20:46, 643 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი სებ-ის საბჭოს წევრებად აირჩია
საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი აირჩია. საკანონმდებლო ორგანომ, პრეზიდენტის უარის მიუხედავად, წევრებს პლენარულ სხდომაზე კენჭი უყარა და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ნანა ყეინიშვილს მხარი 84-მა, ხოლო თეიმურაზ ხომერიკს 82-მა დეპუტატმა დაუჭირა. პლენარულ სხდომამდე გამართულ საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი ნანა ყეინიშვილის და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურების არჩევას მხარი არ დაუჭერეს. კომიტეტების დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო ყეინიშვილის და ხომერიკის კანდიდატურების განხილვა, თუმცა კანდიდატები არ გამოცხადდნენ. სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ აღნიშნა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ პრეზიდენტმა კანდიდატურების წარდგენაზე უარი განაცხადა. როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ თქვა, პრეზიდენტმა კანდიდატურები უკვე წარმოადგინა და კანონში არ არის მექანიზმი, რომლითაც შესაძლებელია გაწვევა. ცნობისთვის, ამჟამად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში, 9 წევრის ნაცვლად, 7 წევრია.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)