|
2023-09-19 17:36:53, 822 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - არ შეიძლება, ადამიანს დაუძახო აგენტი
არ შეიძლება, ადამიანს დაუძახო აგენტი,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ყოფილ მთავარ პროკურორზე, ოთარ ფარცხალაძეზე საუბრისას განაცხადა. როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, იმისთვის, რომ პირის აგენტობა დადგინდეს, მტკიცებულებებია საჭირო. "როდესაც საქართველოს მოქალაქე ხდება უცხო ქვეყნის აგენტი, განსაკუთრებით იმ სახელმწიფოს აგენტი, რომელსაც ოკუპირებული აქვს ქვეყნის ტერიტორიის 20%, ეს ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, არის სისხლის სამართლის დანაშაული, მაგრამ ასეთ დროს ხდება რა? ასეთ დროს წარმოებს შესწავლა, გამოძიება, შემდეგ საქმე მიდის სასამართლოში და თუ დადგინდება, რომ პირი მართლაც არის აგენტი, ამას სჭირდება მტკიცებულებები, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სახელმწიფო იღებს შესაბამის ზომებს. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია საუბარი იმაზე, რომ ჩვენ გვჭირდება მტკიცებულებები. არ შეიძლება, ადამიანს დაუძახო აგენტი. სალომე ზურაბიშვილმაც პრაქტიკულად იგივე გაიმეორა, ვიღაცას ეძახის აგენტს და მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილს ეძახდნენ "სტრეკაზას" კონკრეტული ადამიანები... ქართულ საზოგადოებას ეუბნებიან, რომ არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ჯაშუშურ საქმიანობას აწარმოებს რუსეთის სასარგებლოდ საქართველოში. საზოგადოებას ხომ არ შეიძლება დაუმალო ეს ინფორმაცია, არასწორია უბრალოდ. ამიტომ, რაზეა საუბარი, ჰო? არ შეიძლება, ადამიანს დაუძახო აგენტი, ვიდრე არ არსებობს მტკიცებულებები, ვიდრე არ არსებობს განაჩენი. ამ სტანდარტზეა საუბარი, მეტი არაფერზე. ეს აღიზიანებს ოპოზიციას",- თქვა კობახიძემ.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)