|
2023-09-16 17:14:46, 863 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე - ფარცხალაძის საქმე ვერ ჩაიფარცხება ვერასდროს - სამშობლოს ღალატთან გვაქვს საქმე
ფარცხალაძის საქმე ვერ ჩაიფარცხება ვერასდროს, იმიტომ, რომ სამშობლოს ღალატთან გვაქვს საქმე,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა. გოცირიძის თქმით, აღნიშნულ საქამეზე სუს-მა გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. "ეს ისეთი საქმეა, რომელიც არ იფარცხება. ანუ, ფარცხალაძის საქმე ვერ ჩაიფარცხება ვერასდროს, იმიტომ, რომ სამშობლოს ღალატთან გვაქვს საქმე. დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და სუს-ის ნუ ატყუებს ხალხს, რომ თურმე შესწავლა მიდის. შესწავლა არის ბელეტრისტიკა და მოკვლევაც ნახევრად სამართლებრივი ტერმინია. აღიძრას საქმე",- განაცხადა გოცირიძემ. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა 150-ზე მეტ კომპანიასა და პირს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორისაა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. "სანქცირებულებს შორის ასევე არის ქართველ-რუსი ოლიგარქი. სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, რუსეთის ფედერალური უსაფრხოების სამსახური მუშაობდა ამ ოლიგარქთან, რათან მას გავლენა მოეხდინა საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ", - დაწერა გამოცემა Associated Press-მა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით. ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)