09:37 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-15 23:36:37, 1538 ნახვა

ომი უკრაინაში
„კარგ ამბებს ველოდებით“ - ზალუჟნიმ ამერიკელ და ბრიტანელ პარტნიორებთან მოლაპარაკება გამართა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ ამერიკელ და ბრიტანელ პარტნიორებთან მოლაპარაკება გამართა. ამის შესახებ ზალუჟნი Telegram-ზე წერს.

ზალუჟნის თქმით, მან პარტნიორებს დეტალურად გააცნო ფრონტზე არსებული ვითარება და აღნიშნა, რომ უკრაინა პარტნიორებისგან "კარგ ამბებს ელოდება".

"პარტნიორებს დეტალურად გავაცანი ოპერატიული ვითარება მთელ ფრონტზე. მოვუსმინეთ მეთაურებს და განვიხილეთ პრობლემები, რომლებიც ძალოვან დაჯგუფებებში წარმოიშვა.  წარმოვადგინეთ ჩვენი ხედვა ფრონტის ხაზზე მოვლენების განვითარების შესახებ.

გარდა ამისა, მხარეებმა განვიხილეთ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ჭურვების, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის საჭიროება. ჩვენ კარგ ამბებს ველოდებით", - წერს ზალუჟნი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანს 300 მილიონ დოლარს არ გადაუხდის
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics