07:51 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-15 14:50:00, 517 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - მოთხოვნები, რომელიც „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით იყო, გათვალისწინებულია

საქართველოს ხელისუფლებამ გაითვალისწინა ყველა ის მოთხოვნა, რომელიც „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით არსებობდა. ამის შესახებ  თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტშიც იყო წარდგენილი თუმცა, ევროპელი პარტნიორების თხოვნით შეჩერდა.

„რაც შეეხება აღნიშნულ კანონს, თქვენ იცით, რომ ჩვენ გადაწყვეტილება გვქონდა მიღებული, პარლამენტშიც გვქონდა წარდგენილი აღნიშნული კანონპროექტი, თუმცა, ჩვენი მეგობარი ევროპელების თხოვნით იქნა შეჩერებული. გავიარეთ კონსულტაციები და ის მოთხოვნები, რაც იყო აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით, ყველაფერი არის გათვალისწინებული“,- განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას, თუ ვის უნდა შეეხოს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი, კახა კალაძეს მაგალითად კონკრეტული ყოფილი მაღალჩინოსანი მოყავს.

„როდესაც კანონპროექტი იქნება მიღებული, ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება. თუ კონკრეტიკას მეკითხებით, მაგალითად, შემიძლია დაგისახელოთ დავით კეზერაშვილი, რომელიც გამდიდრდა საქართველოში ომის და იმ უბედურების ხარჯზე, რაც 2008 წელს  ქვეყანას თავს დაატყდა. ეს ადამიანი აგრძელებს ბინძურ საქმიანობას. დაახლოებით ორი თვის წინ  (შეიძლება ცოტა მეტიც გავიდა) თქვენ იხილეთ „ბიბისის“ საგამოძიებო გადაცემა, სადაც პირდაპირ აღწერილია მისი კრიმინალური საქმიანობა. დღეს, ეს ადამიანი ამ სიბინძურით ნაშოვნი ფულით არის ქართულ პოლიტიკაში, აფინანსებს კონკრეტულ ტელევიზებს, რაც ძალიან მძიმეა“,- აღნიშნა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics