07:52 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-15 12:10:02, 639 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - ხარჯების გასაჯაროების შემდეგ ვნახავთ, ხალხის ხარჯზე კიდევ რით იყო დაკავებული სააკაშვილი

ხარჯების გასაჯაროების შემდეგ ვნახავთ, ხალხის ხარჯზე კიდევ რით იყო დაკავებული სააკაშვილი, დემოკრატიის შუქურა, რომლის გამოხსნას გარედან სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნულ საკითხზე გრიფისთვის საიდუმლოს მოხსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

"სააკაშვილის ხარჯების გასაჯაროებას რაც შეეხება, რთული იყო, წარმოგვედგინა, კიდევ რა შეიძლება ყოფილიყო, გაგვეგო ბიუჯეტის ხარჯზე სააკაშვილის ფუფუნებისკენ მიდრეკილი ცხოვრების შესახებ, მას შემდეგ, რაც აქამდე მოსმენილი გვქონდა, დაწყებული პერსონალურ სამედიცინო მომსახურებაზე, გაგრძელებული საკუთარი შვილის სკოლის ფულის გადასახადის ბიუჯეტიდან გადახდაზე, რაც სამარცხვინო საქციელია. ამის შემდეგ დამატებით აღმოჩნდა ახალი ინფორმაცია. ეს ყველასთვის სიურპრიზი იყო და აქამდე არ იყო ცნობილი, როგორ იყენებდა სააკაშვილი სახელმწიფო თვითმფრინავს და ბიუჯეტის ფულს, რათა პირადი ტურისტული მოგზაურობები მოეწყო ვიღაცების საფლავზე, რაღაც ღირშესანიშნავ ადგილებში. ეს ინფორმაცია ცნობილი როცა გახდა, როგორც ჩანს, თავდაცვის სამინისტრო დაინტერესდა, როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი. აღმოჩნდა, რომ არსებობს გრიფით საიდუმლო დოკუმენტები, რომელშიც სავარაუდოდ, ეს მონაცემები არის აღწერილი. შესაბამისად, როგორც ვიცი, თავდაცვის სამინისტრომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება ამ გრიფისთვის საიდუმლოს მოხსნასთან დაკავშირებით.

საზოგადოება გაიგებს, რასთან გვქონდა საქმე და შევხედავთ, ჩვენი ხალხის ფულის ხარჯზე კიდევ რით იყო დაკავებული ეს ფუფუნების მოყვარული ადამიანი, დემოკრატიის შუქურა, რომლის რამენაირად ციხიდან გამოხსნას ცდილობს გარედან სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი და პოლიტიკური კორუფციით ერთმანეთთან დაკავშირებული ქსელი",- განაცხდა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics