07:52 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-15 12:01:51, 634 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - ერთადერთი სუბიექტი, ვინც გავლენას ახდენს ხელისუფლებაზე, ქართველი ხალხია

ერთადერთი სუბიექტი, ვინც გავლენას ახდენს ხელისუფლებაზე, ეს არის ქართველი ხალხი,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, საქართველოზე გავლენების მოხდენას სხვადასხვა დროს სხვადასხვა ჯგუფები თუ სახელმწიფოები ცდილობდნენ.

"ერთადერთი სუბიექტი, ვინც გავლენას ახდენს ხელისუფლებაზე, ეს არის ქართველი ხალხი და ამას ხედავს ქართველი ხალხი. რა თქმა უნდა, არის ბევრი აქტორი, რომელიც ცდილობს, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე მოახდინოს გავლენა, ეს არ არის მხოლოდ რუსეთი და ჩვენ ვხედავთ, რომ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, არის საქართველოზე გავლენის მოხდენის მცდელობა, ზეწოლა.

სააკაშვილის თემაზეც, ხომ ხედავთ რამხელა ჯგუფებია ჩართული, რომ გავლენა მოახდინოს საქართველოს ხელისუფლებაზე. საქართველოზე ასეთი გავლენების მოხდენას სხვადასხვა დროს სხვადასხვა ჯგუფები თუ სახელმწიფოები ცდილობდნენ. თუმცა, სწორედ ეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სიძლიერე, რომ ერთადერთი სუბიექტი, ვინც მასზე ახდენს გავლენას, არის ქართველი ხალხი. სწორედ ამას რომ ხედავს ქართველი ხალხი, იმიტომაცაა, რომ უკვე მესამეჯერ, არის „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში",- განაცხადა პაპაუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics