07:52 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-15 09:44:21, 632 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - ფარცხალაძეს სახელმწიფო სტრუქტურებთან ბოლო 10 წელია, არანაირი კავშირი არ აქვს - კერძო პირია

ოთარ ფარცხალაძეს სახელმწიფო სტრუქტურებთან ბოლო 10 წელია, არანაირი კავშირი არ აქვს. ის კერძო პირია. ამავე დროს, ის არის საქართველოს პირველი მოქალაქე, რომელიც მოხვდა ამ ტიპის სანქციებში, რომელიც დაკავშირებული არის რუსეთის დასანქცირებასთან,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, საკითხს საქართველოს შესაბამისი უწყებები შეისწავლიან.

"რაც შეეხება დასანქცირებას, ორი მომენტია აქ მნიშვნელოვანი. ერთი, რეაქციებს, რა თქმა უნდა, რასაც ვუყურებთ ერთი რამე ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ოთარ ფარცხალაძეს სახელმწიფო სტრუქტურებთან ბოლო 10 წელია, არანაირი კავშირი არ აქვს. ის კერძო პირი არის. ამავე დროს, ის არის საქართველოს პირველი მოქალაქე, რომელიც მოხვდა ამ ტიპის სანქციებში, რომელიც დაკავშირებული არის რუსეთის დასანქცირებასთან, ამიტომ, რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყებები ამ საკითხს შეისწავლიან და საზოგადოებას ექნება ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია იმისთვის, რომ გაერკვეთ, ზუსტად რაზე არის საუბარი. ეს ახალი ინფორმაცია არის. 

ზოგადად, რუსეთის მიმართ სანქციებს რაც შეეხება, იცით, რომ საქართველო ამ სანქციებს მიჰყვება შესაბამისად და მნიშვნელოვანი არის, რომ ეს სანქციების გვერდის ავლა არ იყოს დაშვებული, ამ კონტექსტში არის, როგორც ჩანს, ეს სანქცია, ყოველ შემთხვევაში, რუსეთთან დაკავშირებულ სანქციებში არის მოხვედრილი ეს გადაწყვეტილება. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ საკითხს შეისწავლიან ჩვენი შესაბამისი უწყებები...

შესაბამის უწყებებს ექნებათ ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა. მათ შორის ამერიკელ კოლეგებთან, რაზე არის საუბარი. ასე რომ, ამასთან დაკავშირებით ყველანაირი ინფორმაცია იქნება ცნობილი",- განაცხადა პაპუაშვილმა "იმედი Live-ის" ეთერში.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა 150-ზე მეტ კომპანიასა და პირს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორისაა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.

"სანქცირებულებს შორის ასევე არის ქართველ-რუსი ოლიგარქი. სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, რუსეთის ფედერალური უსაფრხოების სამსახური მუშაობდა ამ ოლიგარქთან, რათან მას გავლენა მოეხდინა საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ", - დაწერა გამოცემა Associated Press-მა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით.

ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics