06:32 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-13 13:14:28, 722 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - პრეზიდენტს გაუჩნდა შიში, რომ მას იმპიჩმენტს მართლაც მოუწყობენ

პრეზიდენტს გაუჩნდა შიში, რომ მას იმპიჩმენტს მართლაც მოუწყობენ და საბოლოოდ აღსრულებაში მოვა ეს ყველაფერი,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ვინც სიმართლეს მხარს არ უჭერს, ის კონსტიტუციის დარღვევაში საქართველოს პრეზიდენტის მხარესაა.

"არანაირ მცდელობას არ ვაპირებთ, რომ კაბინეტებში დავუჯდეთ [ოპოზიციას] და მათთან კონსულტაციები გავმართოთ. პრეზიდენტს გაუჩნდა შიში, რომ იმპიჩმენტს მას მართლაც მოუწყობენ და საბოლოოდ აღსრულებაში მოვა ეს ყველაფერი. მე მიმაჩნია, რომ ეს არის ფორმალური და მიუხედავად ამ ფორმალობისა, რადგან ჩვენ 100 ხმა არ გვაქვს იმპიჩმენტის მხარდასაჭერად პარლამენტში, ჩვენ არ გვგონია, რომ ეს ბოლოში გავა, თუმცა ვალდებულებაა კონსტიტუციის წინაშე, რომ ეს ასე უბრალოდ არ "გავატაროთ".

ვინც კი ასე უდიერად ეპყრობა და მოიხსენიებს კონსტიტუციას, ის არის პირველი ანტიევროპული, საკუთარი ქვეყნის და კონსტიტუციის მოწინააღმდეგე და ვინც მხარს არ უჭერს სიმართლეს, ის კონსტიტუციის დარღვევაში საქართველოს პრეზიდენტის მხარესაა, რომელიც მთავარი ოპოზიციონერი გახდა",- განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics