02:31 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-13 12:16:40, 1202 ნახვა

სამართალი
ადვოკატი - ლავროვის შვილის ქორწილის გაპროტესტებისთვის დაკავებულების წინააღმდეგ საქმე შეწყდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის ქორწილის გაპროტესტებისთვის დაკავებულების წინააღმდეგ საქმე შეწყდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი თეა ზაქარაშვილი ავრცელებს.

ზაქარაშვილი თქმით, 6 საქმიდან - 166-ე მუხლის ნაწილში ყველა საქმე, ხოლო 173-ე მუხლის ნაწილში 13 საქმე შეწყდა, ამასთან 3 საქმეზე სასამართლომ სიტყვიერი შენიშვნა გამოიყენა.

"გურჯაანის პროცესი ( ყვარლის ტბაზე დაკავებული 16 მოქალაქის დავა) დასრულდა ჩვენი გამარჯვებით, 16 საქმიდან - 166-ე მუხლის ნაწილში ყველა საქმე შეწყდა, 173-ე მუხლის ნაწილში - 13 საქმე, ხოლო დანარჩენ 3 საქმეზე სიტყვიერი შენიშვნა გამოიყენა სასამართლომ.

ამ ადამიანებს დაკავების შემდეგ 24 საათი და მეტი გაატარებინეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, სანამ სასამართლო პროცესზე მიიყვანდნენ. ის 3 სიტყვიერი შენიშვნაც უნდა გაუქმდეს",- წერს ზაქარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 20 მაისს ყვარლის ტბასთან აქციაზე, სადაც აქტივისტები სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების კახეთში გასამართ ქორწილს აპროტესტებდნენ, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 16 ადამიანი დააკავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics