08:51 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-12 14:56:11, 615 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ქვეყანაში გვყავს უცხოური გავლენის აგენტები, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებად გვევლინებიან

ქვეყანაში ბევრი უცხოური გავლენის აგენტია, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიად გვევლინებიან,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხდა.

კალაძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ატარებენ უცხო ქვეყნის ინტერესებს საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ.

„მცდელობა არის, რომ ოპოზიციის გაერთიანება მოხდეს, მაგრამ ერთი რამ არის ცხადი - ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა რეალურად ხედავს, ვინ არიან ეს ადამიანები. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ქვეყანაში გვყავს ბევრი უცხოური გავლენის აგენტი. ეს ადამიანები გვევლინებიან სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიად. დღეს დაირქმევენ „ნაცმოძრაობას“, ხვალ შეიძლება დაირქვან „ევროპული საქართველო“, ზეგ - „დროას“, მაზეგ - „ლელოს“ და ა.შ. ეს ადამიანები ერთნი არიან, ერთი პატრონი ჰყავთ, ერთი ხელით იმართებიან.

ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რომ ისინი საქართველოს  წინააღმდეგ და ქვეყნის მომავლის წინააღმდეგ მოქმედებენ. უცხო ქვეყნის ინტერესებს ატარებენ საკუთარი ქვეყნის ინტერესების არდაცვის ხარჯზე. ასეთ პოლიტიკურ დაჯგუფებებს, ასეთ ხალხს ჩვენი მოსახლეობა ყოველთვის გასცემს შესაბამის პასუხს“, - განაცხადა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics