08:51 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-12 14:53:50, 605 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ჩინეთს ეკონომიკურად კიდევ უფრო დავუახლოვდეთ

ქვეყნის ძლიერი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა ცდილობს,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, ყველა ქვეყანა მიისწრაფვის იმისკენ, რომ ჩინეთთან ჰქონდეს მეგობრული და კარგი სავაჭრო ურთიერთობები.

„ვფიქრობ, ყველასთვის ცხადი და ნათელია, თუ რამდენად ძლიერი ქვეყანაა ჩინეთი ეკონომიკურად. შესაბამისად, ყველა ქვეყანა მიისწრაფვის იმისკენ, რომ ჩინეთთან ჰქონდეს მეგობრული და კარგი სავაჭრო ურთიერთობები“, - განაცხადა კალაძემ. 

მისივე თქმით, საქართველო გადის მხოლოდ და მხოლოდ იმ გზას, რასაც ცივილიზებული მსოფლიო სავაჭრო ურთიერთობების გასაღრმავებლად იყენებს.

„როგორ გეკადრებათ? ნახეთ სავაჭრო ურთიერთობები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან, ასევე, სხვადასხვა მისწრაფებები ქვეყნების მხრიდან. ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ჩინეთთან ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმავოთ; კიდევ უფრო დავუახლოვდეთ მას ეკონომიკურად, სავაჭრო ურთიერთობების თვალსაზრისით; კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია წამოვიღოთ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა გამოვიყენოთ, რათა საქართველოს ეკონომიკა განვითარდეს, მეტი დოვლათი შემოვიდეს ქვეყანაში, მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას და მეტმა ადამიანმა იგრძნოს კეთილდღეობა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics