|
2023-09-12 11:42:19, 612 ნახვა
პოლიტიკა
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ შოვის სტიქიასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ შოვის სტიქიასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ფარულავას თქმით, რაჭის სტიქია და ტრაგედიის მასშტაბები პირდაპირ კავშირში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, შს მინისტრ ვახტანგ გომელაურისა და ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის "დანაშაულებრივ უმოქმედობასთან". „რაჭის სტიქია და შოვში ტრაგედიის მასშტაბები პირდაპირ კავშირში ირაკლი ღარიბაშვილის, ვახტანგ გომელაურის, ლევან დავითაშვილის დანაშაულებრივ უმოქმედობასთან და კორუფციულ ინტერესებთან. სწორედ ამასთან დაკავშირებით ჩვენ რვა პასუხისმგებელ უწყებას სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემაზე 47 შეკითხვით მივმართეთ 11 აგვისტოს, თუმცა არცერთ შეკითხვაზე პასუხი არ მიგვიღია, ვინაიდან ისინი მალავენ საკუთარ დანაშაულს. ამიტომ, ჩვენ ამ უწყებებს ვიბარებთ სასამართლოში და ამასთან დაკავშირებით შეგვაქვს სარჩელი და მოვთხოვთ საჯარო ინფორმაციაზე პასუხებს კონკრეტულ კითხვაზე, თუ რატომ მიატოვეს შოვის ტრაგედიისას სამი საათის განმავლობაში ადამიანები. ადამიანები მთავრობამ დატოვა სტიქიის პირისპირ და ტრაგედიის მასშტაბები პირდაპირ კავშირშია მთავრობის დანაშაულებრივ უმოქმედობასთან და ჩვენ შედეგად მივიღეთ 32 დაღუპული, 2 დაკარგული და 2 ადამიანი სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების დროს გარდაიცვალა. ამაზე, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი არის ირაკლი ღარიბაშვილი“,- განაცხადა ფარულავამ. შეგახსენებთ, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კურორტ შოვში სტიქიური უბედურება 3 აგვისტოს მოხდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
CNN: კრემლი პუტინის უსაფრთხოებას აძლიერებს შეთქმულებისა და შიდა არასტაბილურობის შესახებ ჭორების ფონზე
დრონებმა მოსკოვს, იაროსლავისა და როსტოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს შეუტიეს, შედეგად ხანძარი გაჩნდა
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის პარტიის ოფისში აფეთქება მოხდა, ეჭვმიტანილი დაკავებულია
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)