09:55 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-11 15:29:38, 711 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი საკუთარი უფლებამოსილების და კომპეტენციის ფარგლებში ჩაეტიოს

მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი საკუთარი უფლებამოსილების და კომპეტენციის ფარგლებში ჩაეტიოს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, კონსტიტუციის განზრახ და უხეშ დარღვევაზე სათანადო რეაგირებაა საჭირო.

"რაც შეეხება იმპიჩმენტის მომენტს, მნიშვნელოვანია ერთი რამ. როცა კონსტიტუციაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის ძირითად კანონზე და მნიშვნელოვანია ერთი რამ, როცა ამ კანონის განზრახ და უხეში დარღვევა ხდება, ამას სათანადო შეფასება სჭირდება, ვინაიდან ეს უნდა იყოს ჩვენი საზოგადოების, ჩვენი სახელმწიფოს საფუძველთან, მის კონსტიტუციასთან ქვეყნის დამოკიდებულება და მათ შორის, მომავლისთვის სიცხადის შეტანის აუცილებლობა არის, რაც ამ იმპიჩმენტის პროცესს განაპირობებს.

რაც ამ დღეების განმავლობაში ამ ქმედებასთან დაკავშირებით, მათ შორის, ოპოზიციისგან, სამწუხაროდ, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან მოვისმინეთ, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად უდიერად ეპყრობიან ეს ჯგუფები ჩვენს კონსტიტუციას, მათ შორის, როცა საუბარია იმაზე, რომ კონსტიტუცია კი შეიძლება დაირღვა, მაგრამ - ეს მაგრამ დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიერ დაწესებული წესების უხეში და განზრახი დარღვევის მიმართ აბსოლუტურად მიუღებელია, ამიტომაც იყო ჩვენი რეაგირება აუცილებელი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინოს და ამ ქმედებას სამართლებრივი შეფასება მისცეს...

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი უფლებამოსილების და კომპეტენციის ფარგლებში ჩაეტიოს. არ მგონია, რომ მისი მხრიდან საქართველოს, ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის წევრების ასეთი შეფასებები იყოს შესაბამისი, ამიტომ მას მოვუწოდებ, კორექტული იყოს",- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით თქვა, რომ ვინც იმპიჩმენტის მომხრე იქნება, ის ქვეყნის ევროინტეგრაციის წინააღმდეგია.

"ქართულმა ოცნებამ" საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება 1-ელ სექტემბერს მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
CNN: კრემლი პუტინის უსაფრთხოებას აძლიერებს შეთქმულებისა და შიდა არასტაბილურობის შესახებ ჭორების ფონზე
დრონებმა მოსკოვს, იაროსლავისა და როსტოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს შეუტიეს, შედეგად ხანძარი გაჩნდა
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის პარტიის ოფისში აფეთქება მოხდა, ეჭვმიტანილი დაკავებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics