09:54 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-11 12:01:08, 605 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე კეზერაშვილზე - მაქსიმალურად ცდილობს, თავისი კრიმინალური ქმედებები შეფუთოს ტელევიზიით და პოლიტიკაში ჩართულობით

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დავით კეზერაშვილი მაქსიმალურად ცდილობს, თავისი კრიმინალური ქმედებები შეფუთოს ტელევიზიით, პოლიტიკაში ჩართულობით და კონკრეტული პოლიტიკური პარტიების დაფინანსებით, რათა ე.წ. ლობისტები ჰყავდეს.

ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„რაც შეეხება მის გააქტიურებას, ის მაქსიმალურად ცდილობს, თავისი კრიმინალური ქმედებები შეფუთოს ტელევიზიით, პოლიტიკაში ჩართულობით, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების დაფინანსებით, რომ მას ჰყავდეს ე.წ. ლობისტები. თქვენ ნახეთ, როგორც კი გააქტიურდება გამოძიება, მაგალითად, როგორც კი დაიდო  „ბიბისის“ ჟურნალისტური  გამოძიების შედეგები, მაშინვე იწყებენ საუბარს, რომ ეს არის პოლიტიკური ზეწოლა. რა შუაშია პოლიტიკა, როდესაც ადამიანს კრიმინალი აქვს ჩადენილი და ცდილობს, პოლიტიკით და ტელევიზიით შეფუთოს ეს ყველაფერი“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, „ბიბისის“ ჟურნალისტური გამოძიების შედეგების გასაჯაროებამდე საქართველოს შესაბამისი სამსახურები საუბრობდნენ, რომ კეზერაშვილი და მისი დაჯგუფება ევროპელ პენსიონერებს ძარცვავდა.

„აღნიშნულ საკითხს რაც შეეხება, მე ვფიქრობ, აბსოლუტურად ყველაფერი ნათელია. ვიდრე „ბიბისის“ ჟურნალისტური გამოძიება დაიწყებოდა და დაიდებოდა კონკრეტული შედეგები, ჩვენი შესაბამისი სამსახურები საუბრობდნენ აღნიშნულ პრობლემაზე, საუბრობდნენ იმაზე, რომ მისი და მისი დაჯგუფების მხრიდან მიმდინარეობდა ევროპელი პენსიონერების ძარცვა და ეს დადასტურდა ამ გამოძიებითაც. მე როგორც ვიცი, გამოძიება მიმდინარეობს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და ვფიქრობ, უნდა დაველოდოთ შედეგებს“, - დასძინა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
CNN: კრემლი პუტინის უსაფრთხოებას აძლიერებს შეთქმულებისა და შიდა არასტაბილურობის შესახებ ჭორების ფონზე
დრონებმა მოსკოვს, იაროსლავისა და როსტოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს შეუტიეს, შედეგად ხანძარი გაჩნდა
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის პარტიის ოფისში აფეთქება მოხდა, ეჭვმიტანილი დაკავებულია
ტრამპმა ევროკავშირს აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმების გასაფორმებლად ორთვიანი ვადა მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics