09:09 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-08 15:04:44, 802 ნახვა

პოლიტიკა
ბორელი - მეორე ფრონტის გახსნის საკითხი არის ხმაური, პროპაგანდა და დეზინფორმაცია, არ მოუსმინოთ

მეორე ფრონტის გახსნის საკითხი არის ხმაური, პროპაგანდა და დეზინფორმაცია, სისულელ იქნება, ევროკავშირში ვინმემ იფიქროს, რომ საქართველოში ვინმეს ომი უნდა, არ მოუსმინოთ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ბორელი აღნიშნავს, საქართველოში რუსული პროპაგანდა მიზნად საზოგადოებაში უნდობლობის წარმოქმნას ისახავს.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი მცდარი ხმები ვრცელდება, რადგან ეს ქმნის პრობლემას. ეს ყველაფერი ხალხის მოსაწამლად ხდება, რომ გზავნილები შეილახოს, უნდობლობა წარმოიქმნას ქვეყანაში. ქვეყანაში რუსული პროპაგანდა არის ძალიან ინტენსიური, ასეთი მიმართულებით მათ თავი აქვთ გამოჩენილი მთელ მსოფლიოში.

რაც შეეხება თანხვედრას ჩვენს პოლიტიკაში, ჩვენ გვაქვს მიმართულება, რომელზეც კონსენსუსის და ერთსულოვნების პრინციპით ვმუშაობთ. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ერთიანი მიდგომა გვქონდეს, რაზეც ვცდილობთ შეთანხმების მიღწევას. ჩვენ გვაქვს შიგადაშიგ განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ ზუსტად ამიტომ მოვითხოვთ კანდიდატებისგან, ჩვენი პოზიციის თანმხვედრი იყოს მათი პოზიცია.

როდესაც კანდიდატები გადაიზრდებიან წევრ სახელმწიფოდ, მათაც შეძლონ იმავეს კეთება, რადგან თავსებადი იყოს მათი პოლიტიკა. დიახ, საქართველოს თავსებადობის მაჩვენებელი არ არის ძალიან მაღალი, ასოცირების შეთანხმებაში ეს მიმართულება დაფიქსირდა. ჩვენ გვქონდა პრემიერ-მინისტრთან ამაზე საუბარი, ძალიან თავაზიანად ვახსენეთ ეს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც და გიდასტურებთ, ეს ის საკითხია, რომელიც უნდა გაუმჯობესდეს, ეს მაჩვენებელიც უნდა გაუმჯობესდეს.

ჩვენ ვაღიარებთ, რომ სანქციებისგან თავის ავლის მიმართულებასთან ბრძოლაში საქართველო კარგად მუშაობს. ეს უნდა იქნეს ხაზგასმით ახსნილი, განმარტებული და ნახსენები, მაგრამ საგარეო პოლიტიკა ჩვენთან უნდა მოვიდეს თავსებადობაში და ყველა ქვეყნის მოთხოვნაც ეს არის“, - განაცხადა ბორელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics