10:58 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-08 10:17:35, 584 ნახვა

პოლიტიკა
ბრეგაძე - ის, რომ დღეს საქართველოში ბევრად უკეთესი სასამართლოა, ვიდრე 2012 წლამდე იყო, მტკიცდება, თუნდაც, სტრასბურგის სასამართლოს სტატისტიკით

ის, რომ  დღეს საქართველოში ბევრად უკეთესი სასამართლოა, ვიდრე იყო 2012 წლამდე, მტკიცდება, თუნდაც, სტრასბურგის სასამართლოს სტატისტიკით,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა.

ბრეგაძის თქმით, სასამართლო ხელისუფლება არის ცალკე და ახორციელებს თავის უფლებამოსილებებს.

„ოპონენტების მხრიდან ხორციელდება მიზანმიმართული შეტევა, ზოგადად, მთლიანად სახელმწიფოს წინააღმდეგ, ხელისუფლების მიმართ, და ხელისუფლების დანაწილების პრინციპის მიხედვით, როგორც მოგეხსენებათ, სასამართლო ხელისუფლება არის ცალკე და ახორციელებს თავის უფლებამოსილებებს. „ნაციონალური მოძრაობა" შეჩვეული იყო იმას, რომ სასამართლო ხელისუფლება ემორჩილებოდა მათი მინისტრების, ასევე, უშუალოდ იმჟამინდელი პრეზიდენტის  პირდაპირ მითითებებს, და დღეს ეს სიტუაცია არ არის. ამაზე მეტყველებს მრავალი სტატისტიკა და, რა თქმა უნდა, ის ნაბიჯები, რომლებიც განხორციელდა სასამართლო ხელისუფლების რეფორმირების გზით,  და ის, რომ დღეს საქართველოში  არის ბევრად უკეთესი სასამართლო, ვიდრე იყო 2012 წლამდე, მტკიცდება, თუნდაც, სტრასბურგის სასამართლოს სტატისტიკით, ეს არის ცალსახა!"– განაცხადა ბრეგაძემ.

გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მაგალითი მოიყვანა.

„შეგვიძლია, მოვიყვანოთ მაგალითი უახლოესი წარსულიდან იმავე მსჯავრდებულ სააკაშვილის საკითხზე, როდესაც ქართულმა სასამართლომ მას უარი უთხრა როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლომ საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით გასვლაზე და ამ მოტივით სასჯელის გადავადებაზე ან სასჯელისგან გათავისუფლებაზე. იმთავითვე ეს ყველაფერი შეირაცხა, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ გადაწყვეტილებად და საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რომ, როდესაც მსჯავრდებულის მხარემ მიმართა სტრასბურგის სასამართლოს ე.წ. შუალედურ ღონისძიებაზე, და ეს იყო ერთადერთი მოთხოვნა შუალედურ ღონისძიებაზე, რომ ის სამკურნალო მიზნით ყოფილიყო გაყვანილი საზღვარგარეთ, მათ, ასევე, მიიღეს უარი და ამით დადასტურდა ის, რომ რაც ქართულმა სასამართლომ თქვა, იყო შესაბამისობაში ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებთან",- აღნიშნა ბრეგაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2 000 ლარს, ხოლო დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს მიიღებენ
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
CNN: კრემლი პუტინის უსაფრთხოებას აძლიერებს შეთქმულებისა და შიდა არასტაბილურობის შესახებ ჭორების ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics