10:19 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-07 21:21:47, 988 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - მე არსად არ მივდივარ... ჩემს გადადგომაზე ოცნება მგონი ყველამ უნდა დაივიწყოს

მე არსად არ მივდივარ... ჩემი გადადგომაზე ოცნება მემგონი ყველამ უნდა დაივიწყოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. 

როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, ის ქართველმა ხალხმა აირჩიო იმის გამო, რომ ის ევროპული მომავლის მომხრეა.

"მე მხოლოდ თქვენ წინაშე ვარ ანგარიშვალდებული, რამეთუ თქვენ ამირჩიეთ და მე ამ არჩევანის მიმართ ვგრძნობ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას. იმისთვის ამირჩიეთ, რაც მე ვარ და ვიყავი მთელი ცხოვრება - ევროპის მომხრე, საქართველოს ევროპული მომავლის მომხრე, ნაწილობრივ ევროპელი. 

მე ამ არჩევანის მიმართ ვარ ანგარიშვალდებული. ვიცი, როგორი მომავალი გინდათ საქართველოსთვის, როგორი მომავალი უნდა მომავალ თაობას, ახალგაზრდებს. ყველა იმ პრობლემის გადაჭრა, რაც დღეს დგას ქვეყნის წინაშე, კორუფცია, ადამიანების გადინება, სრულიად უკონტროლოდ რუსების შემოსვლა, ეს ყველაფერი იქნება, შეიძლება არა გადაჭრილი, არამედ ნაბიჯ-ნაბიჯ. 

მე არსად არ მივდივარ... ჩემი გადადგომაზე ოცნება მემგონი ყველამ უნდა დაივიწყოს. მე აქ ვარ, სადაც ვარ, მაგრამ მე ყველგან ვივლი, სადაც წასასვლელია", - განაცხადა ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics