19:53 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-05 21:58:19, 1201 ნახვა

სამართალი
ჩოხატაურში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე თავდამსხმელები ოზურგეთის საქალაქო სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა

ჩოხატაურში “ნაციონალური მოძრაობის” წევრებზე თავდამსხმელები ოზურგეთის საქალაქო სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა - მოსამართლის გადაწყვეტილებით, ოთხივე ბრალდებულს 7 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

თავდამსხმელებს ბრალდება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც 2 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

3 სექტემბერს ჩოხატაურში ნაციონალური მოძრაობის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

ცნობისთვის, თავდასხმის შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ორგანიზაციის წევრები ნოდარ დუმბაძის სკვერის გაყიდვას აპროტესტებდნენ და საინფორმაციო ფლაერებს არიგებდნენ.

პარტიაში ამბობენ, რომ ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა და მასში მაჟორიტარი დეპუტატის, ვასილ ჩიგოგიძის ახლო გარემოცვა მონაწილეობდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics