12:07 - 08 May, 2026
|
2023-09-05 12:17:41, 651 ნახვა
პოლიტიკა
მედია - ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი და ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თანამდებობებიდან გადადგნენ
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა და ე.წ.პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ჯანსუღ ნანბა თანამდებობებიდან გადადგნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Интерфакс-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, ორივე თანამდებობის პირმა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება 4 სექტემბერს შეიტანა, მაგრამ აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას მისი გადადგომის შესახებ ხელი ჯერ არ მოუწერია. ცნობისთვის, ინალ არძინბა აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად 2021 წლის ნოემბერში დაინიშნა, ხოლო ჯანსუღ ნანბა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტს 2022 წლის აგვისტოდან იკავებდა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)