12:06 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-05 11:51:12, 610 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა - ჩვენი მიზანია შოვის ტრაგედიაზე სიმართლის დადგენა საპარლამენტო ბერკეტების გამოყენებით

ჩვენი მიზანი არ არის პროცედურული ომი, ჩვენი მიზანია სიმართლის დადგენა და საპარლამენტო ბერკეტების გამოყენება სწორედ სიმართლის დადგენის მიზნით,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხთან მიმართებაში ოპოზიციის კონსოლიდაცია აუცილებელია.

"ჩვენი ინიციატივის პასუხად, რომ შოვის ტრაგედიის გარშემო შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია მაშინ, როდესაც ნულოვანი ნდობაა საგამოძიებო უწყებების მიმართ, მათი პასუხი იყო ცინიკური სიცილი, ცინიკური ტაში და პირდაპირი სიტყვებით, ბიუროს სხდომაზე გინება. ეს არის რუსული ოცნების რეალური სახე, რომელიც გამოაჩინეს, მათ შორის შოვის ტრაგედიის შემდეგ პირველივე დღეებში, როდესაც აგრესიულად თავს ესხმოდნენ დაზარალებულებს. ჩვენ მათ შევთავაზეთ საჯარო დისკუსია და არა ფორსირებული კენჭისყრა კომისიის ჩაგდების მიზნით, მაგრამ მათ, როგორც წარსულში სხვა საგამოძიებო კომისიების განხილვისას, კვლავ პროცედურული ომის და ასე დანაშაულის დაფარვის გზა აირჩიეს. ჩვენი მიზანი არ არის პროცედურული ომი, ჩვენი მიზანია სიმართლის დადგენა და საპარლამენტო ბერკეტების გამოყენება სწორედ სიმართლის დადგენის მიზნით. ამავდროულად, გახარიას საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოსთვის“ ითხოვს დამატებით დროს, როგორც მათი გუშინდელი კომენტარებიდან ჩანდა, გადაწყვეტილების მიღებისთვის ინტერპელაციის პროცედურამდე, რომელიც თვის ბოლოს უნდა ჩატარდეს. მათი რიტორიკა და ბევრი სხვა პოლიტიკური სვლა აწმყოსა, თუ წარსულში ჩემთვის მიუღებელია, თუმცაღა ვფიქრობ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს ეხება და ეს არის საკითხი, სადაც ოპოზიციამ აუცილებლად უნდა შეძლოს კონსოლიდაცია. ამიტომ, კეთილი, დაველოდოთ ამ ოპოზიციურ ფრაქციას, გადავდოთ საკითხის განხილვა ინტერპელაციის შემდეგ, ეს არის ოქტომბრის პირველი კვირა და ყველა ვმობილიზდეთ იმისთვის, რომ შეიქმნას ერთიანი ძალებით საგამოძიებო კომისია. ამ მომენტში უდავოდ გამოჩნდება, რეალურად რა სურს გახარიას - დანაშაულის გამოძიება, თუ დანაშაულის დაფარვა „ოცნებასთან“ ერთად.

მანამდე კი, შევხვდებით ექსპერტებს, ინტერპელაციის პროცედურაზე მოვუსმენთ ვახტანგ გომელაურს, ირაკლი ღარიბაშვილს და ჩავალთ შოვში, სადაც ვთავაზობ, შემომიერთდეს ყველა ოპოზიციური პარტია, პოლიტიკური ჯგუფი, თუ ერთეული პოლიტიკოსი. მეტიც, ვთავაზობ მოძალადე და ყველაფრის მკადრებელ პაპუაშვილსაც კი, შემოგვიერთდეს და წამოვიდეს შოვში და ამჯერად, ბახილების გარეშე. ჩვენი მიზანია სიმართლის დადგენა. ჩვენ, საპარლამენტო ბერკეტების გამოყენებით ამ სიმართლისთვის ვიბრძოლებთ",- განაცხადა ბოკუჩავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
ხარება ფიქრობს რომ მისი მოძალადე სპეცრაზმელები ჩაუშვეს - TVPirveli
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics