|
2023-09-04 18:19:41, 728 ნახვა
პოლიტიკა
კარპენტერი - ჩვენ უნდა დავეხმაროთ საქართველოს, მაგრამ სადავეები საკუთარ ხელში უნდა აიღოს
ოქტომბერში გამოქვეყნებული იქნება ანგარიში და წლის წლის ბოლოს ევროკომისია მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს არის საქართველოსთვის შესაძლებლობის ფანჯარა, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა ეუთოში, მაიკლ კარპენტერმა განაცხადა. მისივე თქმით, ქართველებმა 2008 წელს გადაიხადეს დიდი საფასური და იმსახურებენ ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას, რადგან "ისინი ისტორიულად, პოლიტიკურად და კულტურულად ევროპელები არიან". "ოქტომბერში გამოქვეყნებული იქნება ანგარიში და წლის წლის ბოლოს ევროკომისია მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს არის საქართველოსთვის შესაძლებლობის ფანჯარა. მომენტი, როდესაც წესით მთავრობა უნდა აორმაგებდეს ძალისხმევას და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ამ შესაძლებლობის ფანჯრით ისარგებლოს. ევროკავშირი ნათლად აცხადებს, რა არის საჭირო - მედიაპლურალიზმი, სასამართლოს დამოუკიდებლობა, დეოლიგარქიზაცია. ეს არის კრიტიკული ნაბიჯები, რომლებიც საქართველომ უნდა გადადგას. ქართველებმა 2008 წელს გადაიხადეს დიდი საფასური და ისინი იმსახურებენ ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას, რადგან ისინი ისტორიულად, პოლიტიკურად და კულტურულად ევროპელები არიან. ჩვენ უნდა დავეხმაროთ საქართველოს, მაგრამ სადავეები საქართველომ საკუთარ ხელში უნდა აიღოს", - განაცხადა კარპენტერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)