09:45 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-04 17:22:39, 1235 ნახვა

რეგიონი
კამპანიაში „გამომყევი აჭარაში“ ადგილობრივი ტურისტული ობიექტებიც ჩაერთვებიან

აჭარაში მოქმედი ტურისტული ობიექტებისა და სერვისის მიმწოდებლებს შეუძლიათ პროექტ „გამომყევი აჭარაში“ ჩაერთონ და კამპანიის მონაწილე ინფლუენსერებს თავიანთი სერვისები შესთავაზონ. ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებმა შეთავაზებები, ტურისტული ობიექტები და პროდუქტები საიტზე followajara.ge უნდა დაარეგისტრირონ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, აღნიშნული ერთის მხრივ ხელს შეუწყობს რეგიონში მოქმედი ტურისტული ობიექტების სერვისების პოპულარიზაციას, რეკლამას, მეორეს მხრივ კი კამპანიის მონაწილე ინფლუენსერებს გაუმარტივებს რეგიონში მოგზაურობას.

„პროექტი „გამომყევი აჭარაში“ ქართველ ბლოგერებს, მოგზაურებს, ინფლუენსერებს, ფოტოგრაფ/ვიდეოგრაფებს, ცნობილ სახეებს საშუალება აძლევს იმოგზაურონ აჭარაში და მოიგონ კამპანიის მთავარი პრიზი 100, 000 ლარი. ვებგვერდზე followajara.ge ამ ეტაპზე 30-ზე მეტი მსურველია დარეგისტრირებული. მხოლოდ ტიკტოკზე კამპანიის ჰეშთეგით #გამომყევიაჭარაში გამოქვეყნებულ კონტენტს უკვე  2 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. 

“გამომყევი აჭარაში“ კამპანიის მიზანია აჭარის, როგორც მიმზიდველი, მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და ქართველი ბლოგერ/ ინფლუენსერების ჩართულობით შიდა ტურიზმის სტიმულირებაა. პროექტი თანაბარ შესაძლებლობას აძლევს ყველა ბლოგერსა თუ ინფლუენსერს დარეგისტრირდეს პროექტში, აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებები გაუზიაროს გამომწერებს, რეგიონზე გამოქვეყნებული პოსტებით დააგროვოს მაქსიმალური წვდომა და გახდეს პროექტის გამარჯვებული. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ვებგვერდზე followajara.ge, სადაც ასევე მიმდინარეობს პროექტში ჩართვის მსურველთა რეგისტრაცია. „გამომყევი აჭარაში“ კამპანია 1 აგვისტოს დაიწყო და 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics