13:03 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-04 15:17:36, 596 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - გაუგებარი და გულდასაწყვტია, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას

პრეზიდენტი პირველი უნდა იყოს, ვინც იცავს კონსტიტუციას და არა თავად არღვევდეს მას, გაუგებარია ეს ყველაფერი,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, პოლიტიკური თანამდებობის პირებმა, პირველ რიგში, პატივი ქვეყნის კონსტიტუციას უნდა სცენ.

„იმპიჩმენტს რაც შეეხება, როდესაც პარტიის თავმჯდომარემ ჩაატარა ბრიფინგი, მან თავიდანვე აღნიშნა, რომ იმპიჩმენტი ვერ განხორციელდება გარკვეული მიზეზების გამო.  ვიცით, რა არის ეს მიზეზები. უბრალოდ ერთი რამ მინდა ვთქვა: გულდასაწყვეტია, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას. პირველი: ჩვენ, პოლიტიკოსები, თანამდებობის პირები უნდა ვიყოთ, ვინც პატივი უნდა ვცეთ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს და ქვეყანას, კონსტიტუციას და კანონმდებლობას. თუ ჩვენ დავარღვევთ კანონს, სხვა ადამიანებს და თუნდაც უცხოელ მეგობრებს რა უნდა ვთხოვოთ, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას?“,- განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორი პრეზიდენტია სალომე ზურაბიშვილი, კახა კალაძემ უპასუხა, რომ ეს ქვეყნის მოსახლეობის შესაფასებელია.

„ეს უნდა შეფასოს ქვეყნის მოსახლეობამ, ვინ როგორ მუშაობს. ჩემი მხრიდან გაკეთებული შეფასება არ იქნება სწორი, შეიძლება,  არ ვიყო ობიექტური. ამიტომ, ეს უნდა შეაფასოს მოსახლეობამ. აქ საუბარია ქვეყნის კონსტიტუციის და კანონის პატივისცემაზე  და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შენი ქვეყნის მოსახლეობის პატივისცემაზე. პრეზიდენტი პირველი უნდა იყოს, რომელიც იცავს კონსტიტუციას და არა თავად არღვევდეს მას. გაუგებარია უბრალოდ. კონსტიტუციაში  შავით თეთრზე წერია, რომ როდესაც პრეზიდენტი მიემგზავრება უცხოეთში, მან უნდა მიიღოს ნებართვა ხელისუფლებისგან. მას ჰქონდა განაცხადი გაკეთებული, რომ სურვილი ჰქონდა უცხოეთში გამგზავრების, რაზეც მიიღო უარი და ახსნა-განმარტებაც იყო გაკეთებული. ეს არის ზუსტად კონსტიტუციის დარღვევა, როდესაც გაწერილია, თუ რომელი თანამდებობის პირი როგორ მოქმედებს, რა უფლებამოსილება აქვს. თუ ჩვენ ამ ყველაფერს დავარღვევთ, ქვეყანაში იქნება ქაოსი. წარმოუდგენელია ეს მიდგომები და დამოკიდებულება“, - დასძინა კალაძემ.

ცნობისთვის, 1-ელ სექტემბერს "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
ხარება ფიქრობს რომ მისი მოძალადე სპეცრაზმელები ჩაუშვეს - TVPirveli
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics