|
2023-09-01 18:42:38, 878 ნახვა
პოლიტიკა
როიტენი იმპიჩმენტზე - მმართველი პარტიის გადაწყვეტილება ერთდროულად სასაცილოცაა და სამწუხაროც
ევროპარლამენტარი ტეის როიტენი "ქართული ოცნების" მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას გამოეხმაურა. როგორც ევროპარლამენტარი აღნიშნავს, მთავრობა ადანაშაულებს პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში, რადგან სურს, იმუშაოს ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, რაც რეალურად, საქართველოს კონსტიტუციაში წერია. "მმართველი პარტიის გადაწყვეტილება ერთდროულად სასაცილოცაა და სამწუხაროც. მთავრობა ადანაშაულებს პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში, რადგან სურს, იმუშაოს ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, რაც რეალურად, საქართველოს კონსტიტუციაში წერია", - წერს ევროპარლამენტარი. ცნობისთვის, 30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში. ამასთან ერთად, როგორც "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა აღიძრას.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)