|
2023-09-01 17:19:09, 995 ნახვა
პოლიტიკა
მიხაილ როტი - კანდიდატის სტატუსს არა ზურაბიშვილი, არამედ „ქართული ოცნება“ ემუქრება
"ქართული ოცნება" ქართველი ხალხის ევროპულ ოცნებას ემუქრება, - ასე ეხმაურება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როტი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაზე. როგორც მიხაილ როტი აღნიშნავს, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არა სალომე ზურაბიშვილი, არამედ, "ქართული ოცნება" ემუქრება. " "ქართული ოცნება"ემუქრება ქართველი ხალხის ევროპულ ოცნებას. მე სოლიდარობას ვუცხადებ სახელმწიფოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, ნამდვილ ევროპელ ლიდერს. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ემუქრება არა ის, არამედ "ქართული ოცნება", საქართველოს ორბანიზაცია + ეს იმპიჩმენტის მცდელობა", - წერს როტი. ცნობისთვის, 30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში. ამასთან ერთად, როგორც "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა აღიძრას.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)