14:08 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-01 14:28:23, 755 ნახვა

პოლიტიკა
წითლიძე - პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაყენება სხვა არაფერი არ არის, თუ არა სტატუსის პროცესის საბოტაჟი

პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაყენება სხვა არაფერი არ არის, თუ არა სტატუსის პროცესის საბოტაჟი და მნიშვნელოვანი საკითხების გადაფარვის მცდელობა,- აღნიშნულის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

წითლიძეს თქმით, ყოველთვის, როდესაც ჩნდებაპოზიტიური შანსი, რომ საქართველომ შეიძლება მიიღოს კანდიდატის სტატუსი „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოახდინოს ამ პროცესის საბოტაჟი.

„ყოველთვის, როდესაც მინიმალური პოზიტიური შანსი ჩნდება, რომ საქართველომ შეიძლება მიიღოს კანდიდატის სტატუსი, “ქართული ოცნება” ყოველთვის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოახდინოს ამ პროცესის საბოტაჟი. იმპიჩმენტის დაყენება სხვა არაფერი არ არის, თუ არა სტატუსის პროცესის საბოტაჟი, საუბარი არის პრეზიდენტზე, რომელსაც არაერთი გადაწყვეტილებები უკეთებია 12 პუნქტიანი ვადების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, ამიტომაც ერთადერთი მიზანი ამას შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ის, რომ საბოტაჟი მოახდინოს კანდიდატის სტატუსის ეს ერთი და გადაფაროს სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც არის ქვეყანაში, აწუხებს საქართველოს მოქალაქეებს, სხვა სოციალური ეკონომიკური საკითხები, გადაფაროს მათ შორის შოვის ტრაგედია და გვაყურებინოს პარლამენტში სპექტაკლს, რომელიც დაკავშირებული იქნება პრეზიდენტის იმპიჩმენტთან”,- განაცხადა წითლიძემ.

ცნობისთვის, პარტია "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი სახელმწიფო მინისტრი პროკურატურის ფუნქციებს გაიმეორებს - TI
რეჟიმის პატიმარმა გიორგი კუჭუაშვილმა, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
ივანიშვილს წარმომადგენელი პაპუაშვილი საერთაშორისო გამჭირვალობას ემუქრება
ფრიდონ ბუბუტეიშვილმა შეწყალებას ხელი მოაწერა – გიორგი რომელაშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics