|
2023-08-30 15:35:47, 719 ნახვა
პოლიტიკა
Deutsche Welle - გერმანია საქართველოსა და მოლდოვის უსაფრთხო ქვეყნებად აღიარებას გეგმავს
გერმანია საქართველოსა და მოლდოვის უსაფრთხო ქვეყნებად აღიარებას გეგმავს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ნენსი ფეზერის თქმით, გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა შორის თითქმის ყოველი მეათე საქართველოდან და მოლდოვიდანაა. „ორივე ქვეყანას სურს ევროკავშირში გაწევრიანება. ორივე სახელმწიფოში ადამიანებს ჩვეულებრივ არ ემუქრებათ დევნა პოლიტიკური მიზეზებით. ამას გარდა, გერმანიაში თავშესაფრის თითქმის ყოველი მეათე მაძიებელი ამ ქვეყნებიდანაა ჩამოსული და მათი უსაფრთხო სახელმწიფოებად აღიარება საშუალებას მოგვცემს საკმაოდ სწრაფად და ეფექტიანად შევამციროთ არალეგალური მიგრაცია“,-განაცხადა ფეზერმა. მისივე თქმით, გერმანია მოლდოვასა და საქართველოსთან მიგრაციის სფეროში შეთანხმების გაფორმებას გეგმავს, რის შემდეგაც ქვყენები აიღებენ ვალდებულებას, უკან მიიღონ მოქალაქეები, რომლებსაც გერმანიაში დარჩენის უფლება არ აქვთ. „ეს მისცემს შანსს იმ ადამიანებს, რომლებსაც გერმანიაში ჩამოსვლა სურთ, აქ განათლების მიღება, მუშაობა უნდათ, ასევე მოგვცემს არსებითად საჭირო კვალიფიციური კადრების მოზიდვის შესაძლებლობას“,- დასძინა ფეზერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)