14:24 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-30 14:44:25, 671 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - 2030 წელი ცოტა შორი პერსპექტივაა - საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი

2030 წელი ცოტა შორი პერსპექტივაა, მაგრამ უფრო ბუნდოვანია, როცა ევროპისა და ევროსტრუქტურების აღმასრულებელი რგოლი ამბობს, რომ ესეც არ არის სწორი,- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებას

მდინარაძის თქმით, საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი და ღირსეული წევრი.

"ცოტა დამაბნეველიც იყო, რომ ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის გზავნილებია ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან, ამას მნიშვნელობა აქვს იმასთან დაკავშირებით, რამდენად პოზიტიური მოლოდინი უნდა ჰქონდეს არამარტო საქართველოს, არიან კანდიდატი ქვეყნები, რომლებსაც დიდი ხანია, 10 წელზე მეტი დროა გასული, რაც ელოდებიან მოლაპარაკებების დაწყებას და მათთვის ასევე ბუნდოვანი რჩება თარიღი. 2030 წელი ცოტა შორი პერსპექტივაა, მაგრამ უფრო ბუნდოვანია, როცა ევროპისა და ევროსტრუქტურების აღმასრულებელი რგოლი ამბობს, რომ ესეც არ არის სწორი. მიუხედავად ამისა, საქართველომ რა დროშიც არ უნდა იყოს ეს გაწერილი, შემჭიდროებულ ვადაში თუ ა.შ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მეტად დავუახლოვდეთ ევროპას. ჩვენი გაცხადებული, კონსტიტუციური მიზანი და ქართველი ხალხის სურვილია, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, ევროპული ღირებულებებით, ტრადიციული ქრისტიანული ღირებულებებით და არა მის გარეშე, როგორც ზოგიერთ ჩვენს ოპონენტს წარმოუდგენია ეს. საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი და ღირსეული წევრი. საქართველო და საქართველოს ხელისუფლება ამისთვის ყველაფერს გააკეთებს",- განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, 28 აგვისტოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მაშინ მიიღებს, როდესაც აუცილებელი ნაბიჯების გადადგმას დაასრულებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics