14:24 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-29 13:45:23, 746 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე კარასინის განცხადებაზე - საქართველო წარმატებით ახორციელებს არაღიარების პოლიტიკას

ჩვენთვის მთავარია, რომ საქართველო წლების განმავლობაში წარმატებით ახორციელებს არაღიარების პოლიტიკას,- ასე გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებას.

კობახიძის თქმით, სწორედ არაღიარების პოლიტიკის შედეგია, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში არცერთი ერთეულით არ გაზრდილა იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებსაც აღიარებული აქვთ ე.წ დამოუკიდებლობა.

"ასეთი განცხადებები ჩვენ მოგვისმენია. ჩვენთვის მთავარია, რომ საქართველო, მთელი ამ წლების განმავლობაში, წარმატებით ახორციელებს არაღიარების პოლიტიკას და სწორედ ჩვენი ხელისუფლების არაღიარების პოლიტიკის შედეგია ის, რომ არც ერთი ერთეულით არ გაზრდილა იმ ქვეყნების რაოდენობა მთელი ამ წლების განმავლობაში, რომლებსაც აღიარებული აქვთ ე.წ. დამოუკიდებლობა. ჩვენ, განცხადებების მიუხედავად, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ წარმატებული არაღიარების პოლიტიკის წარმოებას... ასეთი განცხადებები მოგვისმენია ჩვენ. მაგრამ, ჩვენი პოლიტიკა არაღიარების კუთხით, იყო, ყველაფრის მიუხედავად, წარმატებული",- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 29 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა სხვა ქვეყნებმა, მათ შორის ჩინეთმა და ინდოეთმა, წინ წაიწიონ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებისკენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics