|
2023-08-25 23:07:40, 571 ნახვა
პოლიტიკა
გია ცაგარეიშვილი - საქართველოში ელექტრონული არჩევნების დამკვიდრების საქმეში უშუალოდ ელჩი იყო ჩართული
საქართველოში ელექტრონული არჩევნების დამკვიდრების საქმეში უშუალოდ ქალბატონი ელჩი იყო ჩართული. ელჩი მოგვიწოდებდა ამისკენ, გავიდა ერთი წელი, ახლა ამბობს, რომ შეერთებულ შტატებშიც არის ამის პრობლემა. შეერთებულ შტატებში ამის პრობლემა კი არ არის, იქ იყო ფოსტით გაგზავნილი ხმების პრობლემა, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ფლორიდის, ჯორჯიის შტატში, სადაც ყოფილ პრეზიდენტ ტრამპს ახლა დიდი პრობლემები აქვს, სწორედ ფოსტით გაგზავნილი ხმების დათვლაშია პრობლემა და არა ელექტრონული სისტემით ჩატარებულ ხარვეზში. „უშუალოდ ქალბატონი ელჩი ჩართული იყო პირდაპირ ელექტრონული არჩევნების დამკვიდრების საქმეში საქართველოში. შეერთებული შტატების, ასევე ევროკავშირის, სხვა მსხვილი არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციების რჩევა-დარიგებით, ხაზს ვუსვამ, მათ შორის გავიზიარეთ ქალბატონი ელჩის და შეერთებული შტატების რჩევები და დავამკვიდრეთ საარჩევნო კანონმდებლობაში ელექტრონული წესით არჩევნები, რომელიც გამოიცადა რამდენჯერმე. რამდენიმე ოლქში და უბანზე ორჯერ ჩავატარეთ ამგვარი არჩევნები, მივიღეთ ბრწყინვალე შედეგი და შესაბამისად, უკვე საბოლოოდ დავნერგეთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და ყოველ მომდევნო არჩევნებზეც ამგვარი ფორმით ჩატარდება. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანასაც არ აქვს ამგვარი მიღწევა. ჩვენ ზოგიერთ მათგანთან შედარებით ბევრად წინ ვართ საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით. ამას საკმაოდ დიდი პერიოდი დაჭირდა და ათობით მილიონი ლარია გადახდილი ქართველი გადამხდელების მიერ. ჩაიხედეთ ამ წლის და მომავალი წლის ბიუჯეტში და ნახეთ, რა სახსრებს ხარჯავს საქართველოს ხელისუფლება იმისთვის, რომ ბევრად უფრო გამჭვირვალედ და დემოკრატიულად ჩატარდეს არჩევნები მათ შორის ელექტრონული სისტემების გამოყენებით. აქ ქალბატონი ელჩი გამოთქვამდა გარკვეულ ეჭვებს, კრიტიკას და ეს ჩვენთვის ცოტა გაუგებარი იყო. რა არის ამაში აღმაშფოთებელი. მეც გამოვხატე და ვთქვი, რომ მახსოვს ეს ამბავი, ქალბატონი ელჩი მოგვიწოდებდა ამისკენ, გავიდა ერთი წელი, ახლა ამბობს, რომ შეერთებულ შტატებშიც არის ამის პრობლემა. შეერთებულ შტატებში ამის პრობლემა კი არ არის, იქ იყო ფოსტით გაგზავნილი ხმების პრობლემა. ფლორიდის, ჯორჯიის შტატში, სადაც ყოფილ პრეზიდენტ ტრამპს ახლა დიდი პრობლემები აქვს, სწორედ ფოსტით გაგზავნილი ხმების დათვლაშია პრობლემა დ არა ელექტრონული სისტემით ჩატარებულ ხარვეზში. ამიტომ ბოლომდე უნდა ითქვას ხოლმე სიმართლე, ნახევრად ნათქვამი სიმართლე ცოტა უხერხულია, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ეს, ჩემგან, ელჩისგან, პრეზიდენტისგან თუ პრემიერ-მინისტრისგან“ - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა. მისივე თქმით, სრული ინსინუაცია გავრცელდა „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციების მხრიდან, რომლებმაც ელჩის ამგვარი ნათქვამი წარმოაჩინეს ისე, თითქოს ერთი სერვერიდან წარიმართება ელექტრონული წესით არჩევნები. „ეს არის სიცრუე. არავითარი ერთი სერვერი არ იქნება. განმხოლოებულია ყოველი უბანი, სადაც კი ტარდება არჩევნები. ჩვენ ერთ სერვერზე არ გადავედით იმიტომ, რომ იყო რუსული ჰაკერული თავდასხმების საფრთხე, რომლისგანაც თავი ვერ აირიდა ვერც შეერთებულმა შტატებმა, ვერც დიდმა ბრიტანეთმა, ვერც გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ, ვერც ევროკავშირმა. ხედავთ, როგორ არის ხოლმე კამპანიური თავდასხმები რუსული ჰაკერული ჯგუფების, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ, მათ შორის საქართველოს პარლამენტის ვებგვერდიც რამდენჯერმე გაითიშა და დარწმუნებული ვარ, აქაც რუსული ხელი ურევია, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ იქ ყოფილიყო განმხოლოებული ყოველი უბანი, ანუ, ამომრჩეველი, რომელიც კონკრეტულ უბანზე აძლევს ხმას, დარწმუნებული იდა იყოს, რომ მისი ხმა ერთ სერვერში არ იქნება მოთავსებული, სადაც შეიძლება მოხდეს შეჭრა და რაიმე სახის ზემოქმედება. ეს არის გამორიცხული. იქვე ამოიბეჭდება შესაბამისი ოქმი, დაახლოებით 10-15 წუთში და დასრულდება ამით ვნებათაღელვა და არჩევნები. მე ძალიან კარგად მახსოვს, თბილისში და ბათუმში როგორი სიმშვიდე იყო დაახლოებით ცხრის ათ წუთზე, ყველამ იცოდა საკუთარი შედეგი. პროცესი წარიმართა მშვიდობიანად, გამჭვირვალედ და არავის არავითარი სახის საჩივარი არ ჰქონია“ - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რეჟიმის მიერ გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის დაკავებულ ძალოვანებს ბრალდება წარედგინათ
გელა ხასაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ის ციხეს სექტემბერში დატოვებს
„გოგოების გზა ტექნოლოგიებში - სწავლიდან ლიდერობამდე“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)