|
2023-08-24 18:12:10, 725 ნახვა
პოლიტიკა
არახამია - ნიკას ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილი განსაკუთრებული შემთხვევაა
ვულოცავ ნიკა გვარამიას დამსახურებულ ჯილდოს! ის საქართველოს პირველი მოქალაქეა, ვინც რადას ერთადერთი ჯილდო - მედალი უკრაინელი ხალხის წინაშე დამსახურებისთვის - მიიღო, - ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახური" თავმჯდომარე, დავით არახამია სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკას გვარამიას ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილი სწორედ განსაკუთრებული შემთხვევაა და ჯილდოც დამსახურებულია. "ვულოცავ ნიკა გვარამიას დამსახურებულ ჯილდოს! ის საქართველოს პირველი მოქალაქეა, ვინც რადას ერთადერთი ჯილდო - მედალი უკრაინელი ხალხის წინაშე დამსახურებისთვის - მიიღო. ჩვენ ძალიან იშვიათად და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში ვანიჭებთ ამ ჯილდოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. ნიკას ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინელი ხალხის მიმართ მისი დამოკიდებულება და უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილი სწორედ ამგვარი განსაკუთრებული შემთხვევაა და ჯილდოც - დამსახურებული. შემთხვევითი არც ისაა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ნიკა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს დააჯილდოვა. წარმატებები ნიკას და გამარჯვება მის ბრძოლაში თავისუფლებისთვის!", - წერს არახამია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)