2023-08-24 15:22:55, 1256 ნახვა
ომი უკრაინაში
The Guardian - ნორვეგია უკრაინას F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცემს
ნორვეგია უკრაინას F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცემს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქვეყანამ უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო, მაგრამ რაოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია.
ცნობისთვის, 18 აგვისტოს აშშ-მა F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების დანიიდან და ნიდერლანდებიდან უკრაინისთვის გადაცემის ნებართვა გასცა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ უკრაინა თვითმფრინავებს პილოტების მომზადების დასრულების შემდეგ მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდებისა და დანიის შემდეგ ნორვეგია მესამე ქვეყანა გახდება, რომელიც უკრაინას F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცემს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,