2023-08-24 09:45:19, 1278 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა დნეპრზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - არიან დაშავებულები
რუსმა ოკუპანტებმა დნეპრზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ლისაკი ავრცელებს.
მისი თქმით, თავდასხმის შედეგად დაშავდა 7 ადამიანი და ათამდე ობიექტი.
"შუაღამე ძლიერი აფეთქებები დნიპროში. მტერმა ქალაქს რაკეტებით დაარტყა. ერთ-ერთი მათგანი აღმოსავლეთის საჰაერო სარდლობის დამცველებმა ჩამოაგდეს.
განადგურდა სატრანსპორტო ობიექტი. დაშავდა 7 ადამიანი - 3 მამაკაცი და 4 ქალი.
დაზიანებულია ათეული ობიექტი. მათ შორისაა ბანკი, ბენზინგასამართი სადგური, სასტუმრო, სასოფლო-სამეურნეო კომპანია, ავეჯის საწარმო და ადმინისტრაციული შენობა. ასევე - ორი საცხოვრებელი კორპუსი, 3 ავტობუსი და რამდენიმე მანქანა",- წერს ლისაკი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,