15:45 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-22 10:56:03, 1016 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - პუტინის ტყვეობაში ვიმყოფები, მაგრამ მიზანი უცვლელია - ვიყო თქვენი ერთგული მსახური

ჩვენი ქვეყანა დიდი გამოწვევების წინაშე დგას, ამ ყველაფრის დაძლევა და თანამედროვე საქართველოს აშენება შეუძლებელია თქვენი, მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხის გარეშე,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ის დღეს პუტინის ტყვეობაში იმყოფება, თუმცა მისი მიზანი - იყოს ხალხის ერთგული მსახური უცვლელია. 

"ჩვენ წინ ძალიან რთული პროცესები გველოდება, ამიტომაც ისე, როგორც არასდროს, ერთად დგომა გვჭირდება. ჩვენი ქვეყანა დიდი გამოწვევების წინაშე დგას, ამ ყველაფრის დაძლევა და თანამედროვე საქართველოს აშენება შეუძლებელია თქვენი, მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხის გარეშე.

მე მზად ვარ მოვისმინო თქვენი პრობლემები, გავიზიარო თქვენი იდეები და გეგმები. ერთად, ყველას ჩართულობით უნდა ავაშენოთ წარმატებული საქართველო, საიდანაც ემიგრაციაში კი არ გაიქცევიან, პირიქით, ჩვენი თანამემამულეები სამშობლოში უკეთესი მომავლისთვის დაბრუნდებიან.

უამრავი ნიჭიერი და წარმატებული მოქალაქე დღეს არის ჩუმად. მინდა მოგმართოთ თქვენ: ყველას აზრი მნიშვნელოვანია, მომაწოდეთ თქვენი ნააზრევი, თუ როგორ სახელმწიფოდ უნდა იქცეს საქართველო.

დღეს მე ვიმყოფები პუტინის ტყვეობაში, მაგრამ ჩემი მიზანი უცვლელია. ჩემი მთავარი ამოცანაა, ვიყო თქვენი ერთგული მსახური - თქვენთვის და თქვენთან ერთად! ჩვენთვის არაფერია შეუძლებელი! ჩვენი საუკეთესო დღეები არის წინ. გამარჯვება ახლოსაა!",- წერს სააკაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics